მომსახურება
Wheel Pro სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს, რომელიც მოიცავს საბურავების სერვისს, სავალი ნაწილების აღდგენა-გამოცვლას, ტექნიკურ დათვალიერებას სახლიდან გაუსვლელად და სამღებრო სამუშაოებს

1
საბურავები
საბურავის შეძენისას ჩვენი პროფესიონალები გაგიწევენ საბურავთან დაკავშირებულ ყველა საჭირო სერვისს: შეცვლა, ვულკანიზაცია, ბალანსირება.
1
საბურავის შეცვლა
შეძენილი საბურავი უფასოდ დაყენდება თქვენს ავტომობილზე და დაიბერება სწორედ იმ ატმოსფერულ წნევაზე, რომელიც რეკომენდირებულია თქვენი მანქანისთვის
2
ვულკანიზაცია
პრობლემის მოძიება და მისი აღმოფხვრა სხვადასხვა თანამედროვე საშუალებებით
3
ბალანსირება
თითქმის 100% შემთხვევაში ბორბლის მასის ცენტრი არ ემთხვევა გეომეტრიულ ცენტრს. შესაბამისად ასეთი ბორბალი მართვის დროს იწვევს ზედმეტ ვიბრაციას რაც ამცირებს კომფორტს, ზრდის საჭის სისტემის და საბურავის ცვეთას
4
დისკის გასწორება
ალუმინის და რკინის დისკების გასწორება საბურავის სწორი ცვეთისთვის და ჰერმეტულობისთვის

2
სავალი ნაწილები
სავალი ნაწილის მწყობრში ყოფნა აუცილებელი პირობაა ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის. Wheel Pro გთავაზობთ სერვისს, რომელიც თქვენი ავტომობილის სავალ ნაწილს სრულად მწყობრში მოიყვანს.
1
სავალი ნაწილების შეკეთება
სავალ ნაწილთან დაკავშირებული ყველა დეტალის დიაგნოსტირება და აღდგენა/გამოცვლა
2
ავტო დეტალების გაჩარხვა
????
3
თვლების ნახარის გასწორება (რაზვალი)
თვლების სიმეტრიულობა აუცილებელი პირობაა სავალი სისტემის მწყობრში შენარჩუნებისთვის, საბურავის კარგი მოჭიდებისთვის და ნაკლები ცვეთისთვის

3
ტექნიკური დათვალიერება
დაზოგეთ დრო და ენერგია. ჩაგვაბარეთ მანქანა და სახლიდან გაუსვლელად გამოასწორეთ ყველა ხარვეზი, გაიყვანეთ ტექნიკურ ინსპექტირებაზე და ჩაიბარეთ ტექ. ინსპექტირება გავლილი და მწყობრში მყოფი ავტომობილი
1
CO-ს დარეგულირება
CO არის ნახშირორჟანგი, რომელიც გამოდის ჩვენი ავტომობილიდან და აზიანებს გარემოს და ჩვენ ირგვლივ მყოფთ. მისი სტანდარტში ყოფნა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ტექნიკური დათვალიერების დროს. ჩვენთან შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვის კოეფიციენტი და დაარეგულიროთ მიღებული სტანდარტების მიხედვით
2
ფარების გასწორება
ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე ახლო განათების დროს მარჯვენა მხარე უფრო შორს ანათებს, იაპონური ავტომობილების შემთხვევაში კი პირიქით. ჩვენთან შეგიძლიათ გაასწოროთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ფარები სპეციალური მოწყობილობის საშუალებით და გადააკეთოთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარები ხარისხიანად, ყველანაირი სტანდარტის დაცვით
3
საქარე მინის გამოცვლა
საქარე მინის დაზიანება ხელს უშლის სრულყოფილ ხილვადობას და ტექნიკური დათვალიერების სტანდარტის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 0.5 სანტიმეტრს, რის შემთხვევაშიც აუცილებელია მისი გამოცვლა
4
მანქანის გაყვანა ტექ. დათვალიერებაზე
დაზოგეთ დრო და ენერგია. ჩაგვაბარეთ მანქანა, ჩვენ გამოვასწორებთ ყველა ხარვეზს და გავიყვანთ ავტომობილს ტექნიკურ დათვალიერებაზე

4
სამღებრო
ავტომობილის მოვლისას, მისი ვიზუალური მხარეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. Wheel Pro-ში ჩვენ გთავაზობთ სრულ სამღებრო მომსახურებას.
დაიწყეთ ავტომობილზე ზრუნვა დღესვე
სერვისზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 574 85 44 22 ან მოგვწერეთ ჩატში
Made on
Tilda